
ჩვენ ვართ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული განათლებისა და განვითარების პლატფორმა, რომელიც ადამიანებსა და ორგანიზაციებს ეხმარება რეალური შედეგების მიღწევაში -კომუნიკაციის, ლიდერობის, მარკეტინგისა და პიროვნული განვითარების მიმართულებით.
ჩვენი მიდგომა განსხვავდება ტრადიციული სასწავლო მოდელებისგან. ჩვენ არ ვქმნით მხოლოდ თეორიულ ცოდნას – ჩვენ ვქმნით პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც პირდაპირ გადადის რეალურ ცხოვრებასა და სამუშაო გარემოში.






ცოდნა, რომელიც მუშაობს
ჩვენი მთავარი უპირატესობა
ჩვენი მთავარი უპირატესობა არის 19-წლიანი გამოცდილება PR-სა და კომუნიკაციის სფეროში, ასევე პრაქტიკული ცოდნა განათლებისა და მარკეტინგის მიმართულებით. ჩვენი ტრენინგები ეფუძნება რეალურ გამოცდილებას და პრაქტიკულ ქეისებს, რაც მონაწილეებს ეხმარება მიღებული ცოდნის დაუყოვნებლივ გამოყენებაში.
ცოდნა, რომელიც მუშაობს
რა პრობლემას ვაგვარებთ
დღეს არაფორმალური განათლების ბაზარი სწრაფად იზრდება, თუმცა მასში არსებობს მთავარი გამოწვევა:
ადამიანები იღებენ ბევრ თეორიულ ცოდნას, მაგრამ ნაკლებად აღწევენ რეალურ, გაზომვად შედეგებს.
ჩვენი მიდგომა ორიენტირებულია ერთ მთავარ პრინციპზე: ცოდნა, რომელიც გარდაიქმნება ქმედებად და ქმედება, რომელიც იძლევა შედეგს.
ცოდნა, რომელიც მუშაობს
ჩვენი პოზიციონირება
ჩვენ ვქმნით და ვახორციელებთ განათლების პროგრამებს, რომლებიც ეფუძნება პრაქტიკას, გამოცდილებასა და რეალურ ქეისებს.
ჩვენი მიზანია, ვიყოთ: პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული განათლების პლატფორმა,
რომელიც ადამიანებს ეხმარება რეალურ პროფესიულ და პირად განვითარებაში.
ცოდნა, რომელიც მუშაობს
ცოდნა, რომელიც მუშაობს
ჩვენი ტრენერები
პრაქტიკული განათლება პროფესიონალებისგან





